Drug International Limited (DIL) — ბანგლადეშის ერთ-ერთი წამყვანი ფარმაცევტული მწარმოებელია, დაარსებული 1974 წელს. კომპანია პირველი იყო ბანგლადეშში, ვინც დაიწყო რბილი ჟელატინური კაფსულების წარმოება და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ამ სეგმენტში.
DIL - ის საწარმო დაპროექტებული, აშენებული და ვალიდირებულია WHO-cGMP და PIC'S კონცეფციის შესაბამისად. ხარისხის კონტროლი მოიცავს თანამედროვე QC ლაბორატორიას, პროდუქტის განვითარების ლაბორატორიასა და დამოუკიდებელ საინჟინრო დეპარტამენტს. კომპანია აწარმოებს პრეპარატებს ყველა ასაკობრივი ჯგუფისა და სქესისთვის - სხვადასხვა დოზური ფორმით: კაფსულები, ტაბლეტები, სიროფები, ინექციები, რბილი ჟელატინური კაფსულები, სუპოზიტორიები, კრემები და მალამოები